გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე აღნიშნეს. 2014 წელს სწორედ ამ დღეს მოკლეს და შემდეგ დაწვეს საბი ბერიანი. 2015 წელს საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა, 2016 წელს კი ყელი გამოსჭრეს ტრანსგენდერ ქალს _ ზიზის, რომლის მდგომარეობა დღემდე უკიდურესად მძიმეა.
კოალიცია "თანასწორობისთვის" უერთდება ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის აღნიშვნის დღეს და მოუწოდებს სახელმწიფოს, ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერ ადამიანთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები და დაგეგმოს ეფექტრიანი გზები წინასწარგანწყობითა და სტიგმით განპირობებული დისკრიმინაციული პოლიტიკისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების არაჰუმანური პრაქტიკის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.
გთავაზობთ კოალიცია "თანასწორობის" მიერ გავრცელებულ განცხადებას.
"2014 წლის 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი – საბი ბერიანი სასტიკად იქნა მოკლული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სასამართლომ კი არასათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებული პირი გაამართლა. სიმბოლურად, საქართველოში ყოველ 10 ნოემბერს ლგბტ თემი და მისი მხარდამჭერები საბი ბერიანის ხსოვნას პატივს აგებენ და აგრეთვე იხსენიებენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სხვა მსხვერპლებს საქართველოში.
ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური მოწყვლადობის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გენდერის სამართლებრივი აღიარების გართულებული და არაჰუმანური პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნათლად არ არეგულირებს პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლის საკითხს, ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული და ასევე, სასამართლო პრაქტიკა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლის წინაპირობად ქირურგიულ ოპერაციას, მათ შორის, სტერილიზაციას განიხილავს, გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სამედიცინო ტრანზიციის პროცესის ერთმანეთზე მიბმა და ტრანსგენდერ ადამიანთა ფართო სპექტრის იგნორირების გამო, ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება არასასურველ და საჭიროებას მოკლებულ სამედიცინო ჩარევებსა და გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის. არსებული პრაქტიკა ტრანსგენდერი პირების მიმართ რეპრესიულ და დისკრიმინაციულ სოციალურ და სამართლებრივ გარემოს ქმნის და არსებითად არღვევს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თვითგანვითარების უფლების სტანდარტებს. ამასთან, სქესის სამართლებრივი აღიარების პრობლემა ტრანსგენდერ პირებს ართმევს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, დასაქმების, სოციალური განვითარების შესაძლებლობებს და მათ სიღატაკისთვის, ძალადობისა და სასოწარკვეთისთვის სწირავს.
სამართალდამცავი ორგანოების რეპრესიული და არასენსიტიური მიდგომები ყველაზე მკაფიოდ ტრანსგენდერი ქალი სექსმუშაკების მიმართ საპოლიციო პოლიტიკით ჩანს. საპოლიციო საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ პოლიცია ხშირად მიმართავს სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს აღნიშნული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლის დროსაც თვითნებურად იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ისეთ ზომებს, როგორიცაა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა[2]. მესამე პირების (კლიენტების, გამვლელების) მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე ადგილზე გამოცხადებული პოლიცია კი ინციდენტის ორივე მხარეს მიიჩნევს კანონთან კონფლიქტში მყოფად და ორივე მხარის მიმართ იყენებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს, რაც დისკრიმინაციული მიდგომა და ტრანსგენდერ ქალებს მათზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში პოლიციისადმი მიმართვის ინტერესსა და ნდობას უსპობს. მეტიც, ტრანსგენდერი ქალი სექსმუშაკების მიმართ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს ასევე ფიქსირდება, პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და ჰომო/ტრანსფობიური დამოკიდებულებების ფაქტები, რაც ტრანსგენდერი სექს მუშაკი ქალებისთვის მართლმსაჯულებას პრაქტიკულად ხელმიუწვდომელს ხდის – ძალადობის შემთხვევებში ისინი უმეტესწილად არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს სტიგმისა და პოლიციის დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.
იუსტიციის სამინისტროს
შინაგან საქმეთა სამინისტოსა და პროკურატურას
შინაგან საქმეთა სამინისტოს