ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას ინფორმაციით თამარ მეფე მსოფლიოს ყველა დროის და ქვეყნის 100 გამორჩეულ ქალს შორის დასახელდა:
"ქალაქ მინსკში დაიბეჭდა დიდი ენციკლოპედიური გამოცემა მსოფლიოს ყველა დროის და ქვეყნის 100 ქალი, და ამ გამორჩეულ ადამიანებს შორის ღირსეული ადგილი უკავია თამარ მეფეს, ამაყი ვარ ფრიად," _ წერს სოციალურ ქსელში კალანდია.
მსოფლიოს ას გამორჩეულ ქალთა შორის არიან კლეოპატრა, ჟანა დ’არკი, მატა ჰარი, ეკატერინე მეორე, ედიტ პიაფი, ინდირა განდი, დედა ტერეზა, ჟაკლინ კენედი, ოდრი ჰეპბერნი, კოკო შანელი, გრეტა გარბო, როზა ლუქსემბურგი, ელიზაბეტ ტეილორი, პრინცესა დაიანა, მერლინ მონრო, ელა ფიცჯერალდი, მარლენ დიტრიხი, აგატა კრისტი, ვირჯინია ვულფი და სხვები.