დღეს მთვარე დედამიწას 1948 წლის შემდეგ, პირველად, ჩვეულებრივზე მეტად მოუახლოვდება, რის გადასაღებად და დასაკვირვებლადაც ასტრონომები უკვე ემზადებიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
NASA-ს ცნობით, მთვარე 7%-ით დიდი და 15%-ით ნათელი იქნება, თუმცა შეუიარაღებელი თვალით ადამიანები განსხვავებას ვერ შენიშნავენ.
როგორც ცნობილია, მსგავსი მოვლენა 2034 წლის 25 ნოემბრამდე აღარ განმეორდება.