ტოკიოში იაპონური საცალო გაყიდვების ქსელი "Takashinaya Co" თავისი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში ადამიანის მსგავს რობოტ-მანეკენს გამოიტანს.
რობოტი მანეკენის როლს შეასრულებს, რომელიც უნივერმაღის ასორტიმენტს წარმოუდგენს მაღაზიის წინ გამვლელ ხალხს.
ცნობილია, რომ მანეკენის როლს რობოტი "Geminoid-F" შეასრულებს, რომელიც იაპონელმა ინჟინერმა ხიროსი ისიგურომ შექმნა. მანეკენი რეალურ გოგონას პროტოტიპია და ერთი შეხედვით რთულიც კია მათი განსხვავება.
"Geminoid-F"-ს შეუძლია ძირითადი ადამიანური ემოციების გამოხატვა. მის მეხსიერებაში 65 მოქმედება ინახება, მაგალითად, თავის მიბრუნება ან თვალის დახამხამება. საინტერსოა ის, რომ რობოტი გოგონა თავად წყვეტს, რა მოიქმედოს კონკრეტულ მომენტში გარემო პირობებიდან გამომდინარე.
რობოტის შემქმნელის ხიროსი ისიგუროს თქმით, მისი გამოგონების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ რეალური მანეკენისგან განსხვავებით, ჯემინოიდი ვიტრინაში ჯდომით არასდროს დაიღლება