"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის (გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
▶ 15 ნოემბერს, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35/10 კვ ქვესადგური „საჭამიასერის“ ფიდერი #2 „ჩომეთი“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის 177 აბონენტს(ჩომეთი, საჭამიასერი, ქვემოხეთი).
▶ 15 ნოემბერს, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ჩოხატაურის მომსახურეობის ცენტრის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 110/35/10 კვ ქვესადგური „ჩოხატაურის“ ფიდერი #6 „სურები“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის 612 აბონენტს (სურები, ერკეთი, დაბლაციხე).
▶ 16 ნოემბერს, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის მიერ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 110/35/10 კვ ქვესადგური „ჩოხატაურის“ ფიდერი #7 „ბუკისციხე“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის 956 აბონენტს(ბუკისციხე, იანეული).
▶16 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის მიერ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35/10 კვ ქვესადგური „საჭამიასერის“ ფიდერი #3 „ზემოხეთი“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩოხატაურის მომსახურეობის ცენტრის 244 აბონენტს (მამულარი, კალაგონი, ზემოხეთი, თხილაგანი).
▶15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალში მიმდინარე რეაბილიტაცია-გამრიცხველიანების სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის 500 აბონენტს (სილაური, ნაგომარი).