თამილა ჯაბუა, ჩოხატაური:
_ პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნაა აუცილებელი.
სერგო ინწკირველი, ოზურგეთი:
_ უმუშევარი კაცი ვარ, 60 წლის, რით ვირჩინო თავი?! დასაქმებაა საჭირო.
ოთარ ბერიძე, ჩოხატაური:
_ პირველ რიგში, გზები უნდა გაკეთდეს.
გიორგი მახარაძე, ოზურგეთი:
_ ეკონომიკური პრობლემა. ლარი უნდა გამყარდეს, პროდუქტებს უნდა ჰქონდეს სტაბილური ფასი.
იური დოლიძე, ოზურგეთი:
_ ჩაძირულები ვართ. დოლარი უნდა გაიაფდეს, ფინანსური პრობლემაა მოსაგვარებელი.
ნანა კვინტრაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი.
თემურ უნგიაძე, ჩოხატაური:
_ პირველ რიგში, შიდა სასოფლო გზების და გაზიფიცირების პრობლემაა მოსაგვარებელი. აუცილებელია დასაქმების საკითხის მოგვარებაც.
ნაზი თედიაშვილი, ჩოხატაური:
_ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა მოაგვაროს უგზოობის, უგაზობის პრობლემა.
ლიანა კვანტალიანი, ჩოხატაური:
_ პენსია უნდა გაიზარდოს და ეკონომიკა გაძლიერდეს.
ბესიკ გიორგაძე, ჩოხატაური:
_ პირველ რიგში, ადამიანების დასაქმება უნდა მოხერხდეს.
ზურაბ ჩიჩუა, ლანჩხუთი:
_ პრობლემა ძალიან ბევრია, მიჭირს რომელიმე გამოვყო. ყველაფერს დროულად უნდა მოგვარება.
ნოე სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ პირველ რიგში, უმუშევრობის პრობლემა უნდა მოგვარდეს და მერე დანარჩენი.
ნუგზარ გვარჯალაძე, ლანჩხუთი:
_ სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი.
დარეჯან მგელაძე, ოზურგეთი:
_ ყველა პრობლემაა მოსაგვარებელი. აუცილებელია პენსიების ზრდა _ 180 ლარი მაქვს პენსია, გულით ავადმყოფი ვარ და 150 ლარის წამლები მჭირდება.
თინა შეშელიძე, ჩოხატაური:
_ განათლება, სამუშაო ადგილები. ჩემს სოფელში, ქვენობანში მოსაწყობია გზები და პრობლემაა უგაზობა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.
გურამ ჯოხაძე, ოზურგეთი:
_ რაც მათ სურთ, იმას გააკეთებენ, თუმცა, ჩემი აზრით, უპირველესად დასაქმების პრობლემა უნდა მოაგვარონ.