საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდა კუსტარული წესით დამზადებულ ყალბ 100 და 50-ლარიან კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია გასაღებული ყალბი ლარის ბანკნოტები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.