ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით საჭირო ყველა საკითხი დასრულებული აქვს.
"როგორც უმაღლესმა კომისარმა მოგერინმა განაცხადა და როგორც განაცხადეს კომისარმა ჰანმა და ყველა მაღალჩინოსანმა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით საჭირო ყველა საკითხი დასრულებული აქვს. დარჩენილია მხოლოდ ბოლო კენჭისყრა, რომელიც გაიმართება მაშინვე, როგორც კი შეჯერდება პოზიცია ევროკავშირის შიგნით შეჩერების მექანიზმზე, რაც საქართველოს არ უკავშირდება, უკავშირდება ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკას. ამიტომ უნდა დაველოდოთ, იმედი გამოვთქვათ, რომ მალე მოხდება შეჯერება, რაც ნიშნავს დაუყოვნებლივ კენჭისყრას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, _ განაცხადა ბაქრაძემ.