”სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას გააკეთებს პრეზიდენტი. ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს სხდომის სავარაუდო თარიღზე, ამაში თავისთავად იგულისხმება, რომ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს”, _ ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კითხვაზე, გაიმართა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტთან პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით, კახიანმა უპასუხა, რომ ბუნებრივია, გარკვეული კონსულტაციები არსებობს.
”პრეზიდენტი ითვალისწინებს იმ რეალობას, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, როცა პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნოს პირველი სხდომა, ეს იქნება კონსულტაციების შედეგად”, _ განაცხადა გიორგი კახიანმა.