სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება. სხდომის შემდეგ კი ქუთაისის აეროპორტიდან, დელეგაციის წევრებთან, ერთად რუსეთში გაემგზავრება, _ ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოში განაცხადეს.
ილია მეორე ხვალ კი რუსეთის პატრიარქს შეხვდება. 20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები ერთობლივ წირვას ჩაატარებენ. საღამოს კი რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართებ.
გიორგობის დღესასწაულზე ილია მეორე მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართება.
ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.