ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ბოკერია მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი და ეს უმრავლესობა ამ კრიზისზე პასუხისთვის მზად არ არის“.
„ჩვენი, ოპოზიციის ვალია პარლამენტში და მის გარეთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამისთვის ყველა ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ მეთოდს მივმართავთ პარლამენტში“, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.