მერლინ მონროს კაბა, აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კაბა მომღერალს 1962 წელს პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეზე ეცვა და პრეზიდენტს "Happy Birthday Mr President" უმღერა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაბა, რომელიც 2 500 კრისტალით არის მორთული რიფლის მუზეუმმა შეიძინა.
"ის არის პოპ კულტურის ყველაზე გრაფიკული ფერწერა, რაც არსებობს,"_ აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
როგორც ცნობილია, მონრო სიმღერის შესრულებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ ნარკოტიკების ჭარბი დოზის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო პრეზიდენტი კენედი 1 წლის შემდეგ მოკლეს.