ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატურას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა.
კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ირაკლი კობახიძის არჩევას წინ უძღოდა კამათი, რომელიც ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის გაიმართა.საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა.