ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ, 11: 00 საათზე, სასტუმროში ,,ვერე პალასი“ გაიმართება.
პროფკავშირების ინფორმაციით, ადვოკატთა პრფკავშირის ძირითადი და უმთავრესი მიზანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა, ადვოკატთა სოციალური ინტერესების განხორციელება.
"პროფკავშირების პრიორიტეტებია ადვოკატთა პროფესიული ღირსების დაცვა და ამაღლება, ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირები და აღკვეთა, ადვოკატთა სოციალური ინტერესების განხორციელება, ადვოკატთა თავისუფალი პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარება და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან კომუნიკაცია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირში ადვოკატაბს შეუძლიათ გაწევრიანდნენ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის სახელზე გაკეთებული შესაბამისი განცხადების საფუძველზე", _ აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.
ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირები დაარსდა ადვოკატთა ადვოკატთა საერთო კრებაზე ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ადვოკატი გიორგი თევზაძე იქნება.