„სელფისკენ” ძლიერი მიდრეკილება ოფიციალურად იქნა აღიარებული ფსიქიკურ გადახრად. ამ დასკვნამდე ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მკვლევარები მივიდნენ.
ფსიქიატრების აზრით, როდესაც ადამიანს მუდმივი სურვილი აქვს საკუთარი თავის ფოტოგრაფირების, რომელსაც შემდეგ სოციალურ ქსელში დებს, თვითშეფასების ამაღლების და ურთიერთობებში დარღვევის შევსებისათვის ხდება.
ფსიქიატრები გადახრის სამ დონეს გამოყოფენ:
1.ეპიზოდური, როდესაც ადამიანი დღეში სულ მცირე სამჯერ იღებს ფოტოს, რასაც სოციალურ ქსელში არ აქვეყნებს.
2.მძაფრი, როდესაც ადამიანი დღეში სულ მცირე სამჯერ იღებს ფოტოს და სოციალურ ქსელში ათავსებს.
3.ქრონიკული, ადამიანს განიცდის უკონტროლო სურვილს საკუთარ თავს ფოტო გადაუღოს და ამ ფოტოებს სულ მცირე დღეში ექვსჯერ ათავსებს სოციალურ ქსელში.
ფსიქიატრები იმასაც აღნიშნავენ, რომ დღეისათვის „სელფისგან” განკურნების საშუალება არ არსებობს.