ბოტოქსის ინექცია, შესაძლოა, კუჭის კიბოს განსაკურნად გამოიყენონ. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კლევის თანახმად, ბოტოქსმა, რომელსაც ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლისათვის იყენებენ, შესაძლოა, კიბოს ზრდა შეანელოს. ინექცია ნერვული იმპულსების ბლოკირებას ახდენს, რომელიც კუბოს უჯრედების სტიმულირებას ახდენს.
ამ დროისათვის ბოტოქსი სამკურნალოდ თაგვებზე გამოსცადეს. მკვლევარების თქმით, მიღებული შედეგების შემდეგ ცდებს ადამიანებზეც დაიწყებენ.
"Daily Mail"-ის თანახმად, კვლევა ნორვეგიაში მიმდინარეობს.
”ჩვენ იმის დადგენა გვინდოდა, რა გავლენას ახდენს ნერვები კიბოს განვითარებაზე. ჩვენ კუჭის კიბოზე შევჩერდით და დავადგინეთ, რომ ნერვული იმპულსების ბლოკირებით კიბოს უჯრედები ნაკლებად მოწყვლადი ხდება", _ ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის კლევითი ცენტრის მკვლევარი ტიმოტი ვანგი.