25 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ქრის ძლიერი ქარი, დღის ბოლომდე და ღამის საათებში მოსალოდნელია ქარის დროგამოშვებით გაძლიერება 28 მ/წმ-მდე. ხვალიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ია მოსალოდნელი. 25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი).