ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს საპატიო ოზურგეთელის სტატუსი დღეს ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ საზეიმოდ მიანიჭა. კეკელიძესთან ერთად ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი წელს ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, დამსახურებული პედაგოგი ლიანა იმედაშვილი და ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ საპატიო ოზურგეთელების შერჩევა და დაჯილდოება სამი წელია ტრადიციად იქცა _ მათ სახალხო დღესასწაულზე ალეგრობა ოზურგეთობა საზეიმოდ აჯილდოებენ. დასაჯილდოებელ პირებს კი სპეციალური კომისია არჩევს