„2020 წლის ბოლომდე, დამატებით 200 000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს" _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
როგორც კალაძემ აღნიშნა გაზიფიცირებისთვის, ბიუჯეტში მომავალი წლისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„2020 წლის ბოლომდე, დამატებით 200 000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. განხორციელდება ახალი სოფლების გაზიფიცირების პროექტი. დაახლოებით, 20 მლნ ლარია მომავალი წლისთვის ბიუჯეტში ჩადებული, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი რაიონები იქნება პრიორიტეტული. ასევე, საქართველოში არ დარჩება არც ერთი რაიონი, თემი თუ რეგიონი, სადაც ჩვენ უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეები გვეყოლება“, _ განაცხადა კალაძემ.