1. აშშ-ს ძილის ეროვნული ფონდის ინფორმაციით, ზრდასრულ ადამიანს 7-9 საათი ძილი ესაჭიროება დღეში. ჩვილებსა და ბავშვებს კი უფრო მეტი – 10-17 საათი დღეში.
2. ყველაზე „გამოუძინებელი“ ქალაქებია ტოკიო (საშუალოდ 5 საათი და 46 წუთი); სეული (5 საათი და 55 წუთი) და სინგაპური (6 საათი და 32 წუთი).
3. სინგაპურის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოკითხეს 300 მშობელი და გაარკვიეს, რომ 6-9 წლის ბავშვების 37,5%-ს ძილის უკმარისობა აქვს.
4. ძილის უკმარისობა რეაქციების დაქვეითებას იწვევს. მაგალითად, 17-18 საათიანი უძილობა მძღოლებში რეაქციას ისევე აქვეითებს, როგორც სისხლში ალკოჰოლის 0,05%-იანი შემცველობა.
ბევრ ქვეყანაში სისხლში ალკოჰოლის შემცველობის 0,05%-იანი მაჩვენებელი მანქანის ტარებისთვის ზედა ზღვარია. 28-საათიანი უძილობა კი მძღოლებში რეაქციას ისევე აქვეითებს, როგორც ალკოჰოლი სისხლში 0,1%-იანი შემცველობის დროს, რაც დასაშვებ ზღვარზე ორჯერ მეტია.