თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება.
მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივ გარემოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების.
რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში ”აუდიტორია 115”-ს ეთანხმება, თუმცა, აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს.
”ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა – ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა, ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს", _ განაცხადა თსუ-ს რექტორმა.