აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა
მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი გამოდის, რომელშიც არის ბევრი სიახლე.
„გათვალისწინებულია ყველა ის პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რასაც ჩვენი რეფორმების გეგმა გულისხმობს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ გათვალისწინებულია იმ მიმართულებების დაფინანსების გაზრდა, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე დაისახა პრიორიტეტად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო:2030