"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს, გურიის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი ემზარ ვაშალომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"გურია ნიუსთან" საუბარისას ემზარ ვაშალომიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ საკუთარი სურვილით დატოვა.
"საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა", _ გვითხრა ვაშალომიძემ.
ვაშალომიძე "გურია ნიუსთან"თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.