შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩოხატაურში კოცნერტით აღნიშნეს. კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ხელოვნების სასახლეში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანიც დაესწრო.
კოცნერტზე მუნიციპალიტეტის ააიპების სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც გამოვიდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ერთად ყოფნით ყველაფერი გამოვა.