სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში პერიოდულად მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ამაღამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში _ -15 გრადუსამდე;
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამაღამ თოვლია მოსალოდნელი, დღისით კი ცივი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში _ -6;-1; მაღალმთაში – -17 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება.
7 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მთაში _ თოვლი. ღამით ყინვა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღის ბოლოს შესაძლოა მოთოვოს.
8 დეკემბერს, ასევე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებსა და მაღალმთაში ყივა დღისითაც იქნება, დაბლობსა და ბარში კი ყინვა ღამით დაფიქსირდება.
6-8 დეკემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პერიოდულად ქარბუქი იქნება.