იტალიას შეუძლია პრემიერ-მინისტრის გადადგომით გამოწვეულ პრობლემებს გაუმკლავდეს, ხოლო ევროზონას ყველა პოლიტიკური შოკის მართვის უნარი აქვს, ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისარმა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში, პიერ მოსკოვიჩიმ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ იტალიას აქვს საშუალება მართოს შექმნილი ვითარება,“_განაცხადა მან ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
კითხვაზე იტალიის პოლიტიკური კრიზისი გამოიწვევს თუ არა ევრო ზონის კრიზისს, მოსკოვიჩიმ უპასუხა, რომ „დარწმუნებული ვარ, არ იქნება მსგავსი კრიზისი. ჩვენ გვაქვს საშუალება წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველანაირი სახის პოლიტიკურ შოკს ევროპაში.“
ამავე თემაზე: