ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში _ ზოტსა და ჩხაკაურაში თოვლის საფარი უკვე 2 მეტრს აღწევს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ორივე სოფელში საავტომობილო მოძრაობა დასაშვებია ორხიდიანი ავტომობილებისთვის:
_ გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ზოტსა და ჩხაკაურაში მოძრაობა ორხიდიანი მანქანებით არის შესაძლებელი. ამ დროისთვის სოფლებს მიეწოდებათ ელექტროენერგია, _ გვითხრა კუჭავამ.