“არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ იმ ადამიანებისას დღეს ვიზა-ლიბერალიზაციაზე იქედნურად, ნიშნისმოგებით რომ ქირქილებს", _ ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
"არის ამბები, როდესაც იმის მიუხედავად, კონკრეტული "მე" ამ წუთას მისგან სარგებელს ველი თუ არა, ხელის შეხება შემიძლია თუ არა, გვიხარია / უნდა გვიხაროდეს, იმიტომ, რომ არ შედგება არავითარი სახელმწიფო, თუკი მის მოსახლეობას მემარცხენეს და მემარჯვენეს, დღეს დალხენილს თუ დაჩაგრულს ერთიანი იდეა არ აერთიანებს, იდეა, რომელიც ყველას მომავლის იმედს აძლევს, იდეა, რომელიც აძლიერებს, იდეა, რომლითაც ცხოვრებას, ბრძოლას, შრომას განაგრძობ.
გუშინდელი-დღევანდელი დღეები და გადაწყვეტილებები ბრიუსელში სწორედ ასეთია.
ყველას მოტანილია ეს დღე, შევარდნაძის ხელისუფლების გულშემატკივრებისაც, მიშისტებისაც, თქვენი გუნდელებისაც, ჩემი თანაგუნდელებისაც, იმათიც, ამათიც, გუშინდელებისაც, დღევანდელებისაც, ყველას ჩვენი წილი აგური გვაქვს დადებული. დღეს სხვა ორბიტაზე მყოფ ბურჯანაძისტებსაც კი 🙂
გვიხარია, იმიტომ, რომ იმაზე მაღლა შეგვიძლია დავდგეთ ამ წუთს, ვიდრე კონკრეტული "მეს" სარგებელია.
_ დავინახოთ ცოტა მეტი;
_ დავინახოთ საკუთარი ქვეყნის მომავალი;
_ გაგვიხარდეს ქვეყნის უკეთესი", _ წერს ხიდაშელი.