1პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა
14 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებული დადგენილების შესაბამისად, საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციების ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ოდენობა დადგინდა. დადგენილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტსდელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის განსაზღვრა დაევალა.
პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კომიტეტის წევრებს პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტირების ოდენობა გააცნო და ათივე დელეგაციაში შესაბამისი პრინციპით გადანაწილებულ ადგილებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში 53 ძირითადი და 43 სათადარიგო შემადგენლობა განისაზღვრა, რომელშიც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· „ქართული ოცნება" ძირითადი – 38, სათადარიგო – 30;
· „ქართული ოცნება – მრეწველები" ძირითადი -2, სათადარიგო – 2;
· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძირითადი – 8, სათადარიგო – 7;
· „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის" ძირითადი – 2, სათადარიგო – 2;
· „საქართველოს პატრიოტები" ძირითადი – 2, სათადარიგო – 2;
· უფრაქციო პარლამენტის წევრები ძირითადი – 1.
გიორგი კახიანის განცხადებით, კომიტეტის მიერ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობით განსაზღვრული კვოტები პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, მისი დამტკიცების შემდეგ კი, პოლიტიკური ჯგუფები მათთვის განკუთვნილ კვოტებზე კონკრეტულ დეპუტატებს წარადგენენ.