კანადელმა 28 წლის პორნო მოდელმა იზაბელ ლაგასმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ DAILY MAIL ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოდელს სექტემბერში, საკრუიზო გემით ავსტრალიაში, 31 მილიონი დოლარის ღირებულების, 95 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოდელთან ერთად მყოფ 23 წლის მელინა რობერგს ბრალად ნარკოტიკების კომერციული მიზნით შეტანა ედება, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
რაც შეეხება მესამე პირს, 63 წლის ანდრე ფამინს, ის სასამართლოს წინაშე 2017 წლის 3 თებერვალს წარსდგება.
ავსტრალიის სასაზღვრო ძალების მეთაურის, ტიმ ფიტზჯერალდის განცხადებით, ლაგასის კაბინაში 35 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც გემი სიდნეიში გაჩერდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოდელს ბრალად კოკაინის კომერციული მიზნებით იმპორტი ედება ბრალად და პატიმრობაში რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მას უვადო პატიმრობა მიესაჯოს.
პოლიციის თქმით, კანადის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოები ლაგასს მაღალი რისკის მქონე მგზავრად აფასებენ.
მათივე თქმით, ის ასევე ეჭვმიტანილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგის კარტელში მონაწილეობაში.
როგორც ცნობილია, ლაგასს სასჯელი მომავალ წელს შეეფარდება.