თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, გამწვანების ზონაში დამწვარი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სხეული იმდენად დამწვარი იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცია.
ერთი ვერსიით მოხუცი მამაკაცი დაუდგენელმა პირმა მოკლა და ცხედარი იქვე დაწვა, თუმცა მეორე ვერსიით საუბარია თვითმკვლელობაზე.
დამწვარი ცხედარის აღმოჩენის ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზარხ მკვლელობა) მიმდინარეობს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კვალიფიკაცია შეიცვლოს, ვინაიდან გამოცემის ცნობითვე არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სუიციდის ვერსიას ადასტურებს. მათ შორის გარდაცვლილის სახლში აღმოჩენილია წერილი, სადაც მოხუცი მამაკაცი წერს, რომ ვალების გამო თავის მოკვლას აპირებს.