ცნობილია, რომ ჰოლივუდის მსახიობი, 51 წლის ჩარლი შინი საკუთარ ჯანმრთელობას არასოდეს აქცევს ყურადღებას. ახლახან, ამერიკული ტელეარხის NBC ეთერში გავიდა პროგრამის ანონსი, სადაც შინი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
ყველას აინტერესებს, რა სენსაციური განცხადების გაკეთებას გეგმავს მსახიობი. ბევრი ვარაუდობს, რომ ჩარლი შინი საკუთარ ჯანმრთელობაზე გააკეთებს განცხადებას. უკვე დიდი ხანია, გავრცელდა ჭორი, რომ ის შიდსით არის ინფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ეს დაავადება განკურნებადია. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად პროგრესირებს დაავადება. თუ ავადმყოფმა დაავადების საწყისს სტადიაზე არ მიაქცია ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში შედეგი, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.