წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე წმინდა ნინოს სამრევლო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს შეხვდა. ბეგლარ სიორიძემ სკოლის საჭიროებები და პრობლემატიკა მათთან ერთად განიხილა.
ხსენებული სკოლის პედაგოგების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაბალი ანაზღაურებაა. მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებული ორივე სამრევლო სკოლა მუნიციპალიტეტის მერიისგან დაფინანსებას მიიღებს, რასაც ადმინისტრაცია სკოლების საჭიროებებისთვის გამოიყენებს.
როგორც ბეგლარ სიორიძემ აღნიშნა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, კანონისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ქალაქის სამრევლო სკოლებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს.
(R)