სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობმა ოფიცილურად წამოაყენა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს“ ინფორმაცია საპატრიარქოდან კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
წყაროს ცნობით, ბოდბელი ეპისკოპოსის მოთხოვნას სინოდის სხვა წევრების პროტესტი მოჰყვა. ამ თემას, გამოცემის ინფორმაციით, პატრიარქიც გამოეხმაურა.
ილია მეორის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახური არ გაუქმდება და მის ხელმძღვანელად სოსო ოხანაშვილი დარჩება.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის უკან ჯერ ამბიონიდან იქადაგა სოსო ოხანაშვილის საპატრიარქოდან განდევის შესახებ.
ამ თემას ის დღეს, სინოდის სხდომის დაწყებამდეც დაუბრუნდა და განაცხადა, რომ სოსო ოხანაშვილი თანამადებობას დატოვებდა.