დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს ყრილობის გადადებას სთავაზობს. პარტიის ლიდერი საკითხის პოლიტსაბჭოზე დაყენებას აპირებს.
ამის შესახებ მან შაბათის კურიერში განაცხადა.
„ის იდეაც მაქვს და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე, რომ გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთი წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.