ათი მიზეზი, რის გამოც გარეგნულად ქალბატონებს ასაკი ემატებათ:
1. ადრეული ჭაღარა _ ის შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
2. მოდუნებული კისერი _ კისრის კანი ძალიან თხელია და ყველაზე მეტად არის მიდრეკილი დაბერებისაკენ.
3. მოუვლელი ხელები _ ქალების ასაკს ყოველთვის ხელები ამხელს! ამიტომ ხელის მოვლას ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.
4. ასაკის შეუფერებელი ჩაცმულობა.
5. მკვეთრი მაკიაჟი _ მკვეთრი და გაჯერებული მაკიაჟი უფრო მეტად ასაკოვანი ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
6. "ბებიების პარფიუმი" _ თუ ახალ არომატში იგრძნობა, რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია და დისკომფორტს იწვევს, სჯობს არ გამოიყენოთ.
7. ნაოჭები _ მათი თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მოშორება. აუცილებელია გამოვიყენოთ მზისდამცავი კოსმეტიკა და რეგულარულად დავატენიანოთ კანი.
8. მოდუნებული სხეული _ საჭიროა დაკავდეთ სპორტით, მასაჟით. გამოიყენოთ ანტიცელულიდური საცხები.
9. ძლიერი რუჯი _ გარდა იმისა, რომ ყავისფერი ასაკს მატებს, ზედმეტი რუჯი ვნებს კანს და ხელს უწყობს სწრაფ დაბერებას.
10. დაღლილი გამომეტყველება _ ჩამქრალი თვალები, დანაღვლიანებული მზერა ყოველთვის ასაკს მატებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved