იაპონელმა გამომგონებლებმა შექმნეს „გონიერი“ საფულე – "Living Wallet", რომელიც თავის მფლობელს არ აძლევს ფულის ფლაგვის საშუალებას.
საფულე მეპატრონის მიერ ფულის ხარჯვას ინტერნეტის საშუალებით აკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ საფულე დააფიქსირებს, რომ მისმა მფლობელმა დღეში ზომაზე მეტი თანხა დახარჯა, ის მას გაურბის.
თუ მფლობელი გაქცეულ საფულეს დაეწევა, ის იწყებს ყვირილს: „არ შემეხო!“ „მიშველეთ!“
იმ შემთხვევაში, თუ ესეც არ გაჭრის, საფულე შოპაგოლიკის შესაჩერებლად გადამწყვეტ ზომებს მიმართავს და სმს-ს უგზავნის იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია ფულის ფლანგვისგან შეაჩეროს მისი მფლობელი.