მოსკოვის რკინიგზის სამი სადგურიდან ხალხის ევაკუაცია გახორციელდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, იაროსლავსკის, კაზანსკისა და ლენინგრადის სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ანონიმური ზარი შევიდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.