ავსტრალიაში, მელბურნში თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრს დაეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევას ამერიკის შეერთებული შტატების 4 მოქალაქე და ავსტრიელი პილოტი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციის ინფორმაციით, ავარია თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.