ხუთშაბათს, 23 თებერვალს, 16:30 საათზე, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა ანტი-სტიგმა კამპანიის პრეზენტაცია აქცია. კამპანია მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ. კამპანიაგაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა დაამერიკისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა დაშეზღუდულიშესაძლებლობისმქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება.წამოწყებამიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმებისშეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებინფორმაციის გავცელებას.
პრეზენტაციაზე რამდენიმე ინტერაქტიული ზონა იქნება წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს ეყოლება მასპინძელი, რომლის ამოცანაც სტუმრების სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა იქნება. აღნიშნული ზონებია: მითებისა და რეალობის ჭა, პოზიტიური ვიდეო ისტორიები/აუდიო-ვიზუალის კუთხე, ხელოვნების კუთხე, კულინარიის კუთხე, პარაორკესტრი და მუსიკალური ზონა, თავსატეხის ამოხსნა და მოძრაობის კეთილი ნების ელჩების კუთხე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.
ანტი-სტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:
• გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;
• დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;
• ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;
• ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.
ცნობისთვის, საკომუნიკაციო კამპანია მიმართულია შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ