პარიზში სამართალდამცავებმა ძალადობის წინააღდეგ გამართული აქცია დაარბიეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია RUPTLY ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა პარიზის ქუჩებში შეკრებილი სტუდენტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პარიზში საპროტესტო აქციები გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ფრანგმა სამართალდამცავებმა ახალგაზრდა აფროამერიკელ მამაკაცზე სექსუალურად იძალადეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები პარიზის გარდა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების შედეგად სამართალდამცავებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.