ბრიტანეთსა და ირლანდიაში შტორმი დორისი მძვინვარებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერი ქარიშხლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, მას თავში ჩამოვარდნილი ნამსხვრევი მოხვდა.
გავრცელებული ცნობით, ძლიერი თოვლის შედეგად შოტლანდიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
დორისი, რომელსაც სინოპტიკოსები „ამინდის ბომბს“ უწოდებენ, მგზავრობის შეფერხების მიზეზიც გახდა.
როგორც ცნობილია, შეჩერებულია, როგორც სარკინიგზო, ასევე ავია მიმოსვლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ათასობით ადამიანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.