დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მამალაძეს ხვალ დაკითხავენ.
„ჩვენ უკვე დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და აღნიშნეს, რომ უნდა დაკითხონ მამა გიორგი, მაგრამ დღეს აღნიშნული პროცესი ვერ შედგა დროის უქონლობის გამო და ალბათ, უფრო ხვალ მოხდება მამა გიორგის დაკითხვა. დღევანდელი ჩვენი ვიზიტი და შეხვედრა სინოდის წევრებთან არის ის სიტუაცია, რომელიც უნდოდა მამა გიორგის, რისი თქმაც უნდოდა წმიდა სინოდის წევრებთან”, _ თქვა ადვოკატმა.