იაპონურმა კომპანია "Daikin Industries"-მა ტექნიკის მწარმოებლები ახალი დამცავი საფარით გაახარა, რომელიც პორტატულ ტექნიკას სითხისგან დაიცავს. საფარის ეფექტურობას ფტორის პოლიმერი უზრუნველყოფს.
დამცავი ქიმიური ნაერთის შემქმნელების თქმით ტექნიკის კომპანიებს, ახალი პროდუქტის საკუთარ ნაწარმში დანერგვა დეკემბრიდან შეეძლებათ.
პროდუქტი ფტორის ხსნარისგან მიიღება. ფტორპოლიმერი არ არის ცეცხლსაშიში და აქვს ტოქსიკურობის დაბალი დონე. ოთახის ტემპერატურაზე საფარი ერთ წუთში შრება და ეკოლოგიურად სუფთაა.
ქიმიური ნაერთის წყალობით მობილური ტელეფონი სრულიად წყალგამძლე ვერ გახდება, თუმცა სითხით მისი დაზიანების რისკი საგრძნობლად მცირდება.