ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით შარაშიძე რამდენიმე წუთის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დავით შარაშიძე 2 მოწვევის საკრებულოს წევრი და პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებული ოჯახს.