თურქეთში იპოვნეს ბიბლია, რომელიც დაახლოებით ათას ხუთასი წლისა უნდა იყოს. წიგნი სქელ ტყავის ყდაშია ჩასმული, ხოლო ტექსტი – არამეულსა და ასურულ ენებზე – ტყავის თხელ ფურცლებზეა ნაწერი.
ეს ბიბლია, რომელიც ადრე იყო აღმოჩენილი თურქი არქეოლოგების მიერ, 8 წლის მანძილზე იძებნებოდა და პოლიციელებმა ახლაღა შეძლეს ქვეყნის სამხრეთში კონტრაბანდისტთა ჯგუფის გამოვლენა და დაკავება.
წმიდა წერილი უკვე მოთავსებულია ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თუმცა, ექსპერტების დასკვნით, წიგნს მოუწევს რესტავრაციის გრძელვადიანი პროცესის გავლა.
ვატიკანი მოუწოდებს ანკარას არტეფაქტის ყოველმხრივი ანალიზის ჩატარებისკენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ტექსტი წარმოადგენდეს ერთ დაკარგულ სახარებას , რომლის თაოაბაზეც საუკუნეების განმავლობაში დავობენ სწავლულები.