ვირტუალურმა იუმორისტულმა გურიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ იუმორის მოყვარულ საზოგადოებას "ბიბლუსი გალერეაში" უმასპინძლა, სადაც პარლამენტარის წიგნის "ფეისბუქ-ექსპედიცია "საკრიმანჭულოში" პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ლაიტმოტივად გასდევდა სასიამოვნო, ენაკვიმატი გურული იუმორი, რომელსაც ავტორმა ერთ წიგნში მოუყარა თავი.
ავტორის შეფასებით, როგორც გურიაში იტყვიან "ჩხვლეტა ჩხვლეტით" შექმნა. საღამოზე მას ვრცლად არ უსაუბრია, საიდან გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა.
გურული იუმორისტული ნაწყვეტები "საკრიმანჭულოდან" მსახიობებმა წაიკითხეს.
პრეზენტაციას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.