კოლექციონები მზად არიან გასული საუკუნის სპორტულ მანქანებში გაცილებით მეტი თანხა გადაიხადონ, ვიდრე – თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებთ აღჭურვილ ავტომობილებში. ამის ნათელი მაგალითი 1955 წლის "Mercedes-Benz 300SL Gullwing"-ია.
სპორტული მანქანა ქალაქ სკოტსდეილის (არიზონას შტატი, აშშ) აუქციონზე რეკორდულ 4 მილიონ 62 ათას დოლარად გაიყიდა. იშვიათი ავტომობილის მფლობელის ვინაობა უცნობია.
1954-1957 წლებში მერსედესმა “300SL”-ის 1 400 ეგზემპლარი გამოუშვა. ამასთან, მხოლოდ 29 მათგანი იყო დამზადებული მხოლოდ ალუმინისგან. აუქციონზე გაყიდული ავტომობილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
ამგვარად, მოცემული ავტომობილი “300SL Gullwing”-ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ეგზემპლარია მსოფლიოში, რაც მისთვის გაღებულმა თანხამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 2,5-3 მილიონი დოლარი იყო, თუმცა “300SL”-მა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა.
სპორტულ ავტომობილს 212 ცხენის ძალა აქვს და 260 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.