ოზურგეთში “ბახვი-ჰესის“ თანამშრომელის დაჭრის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 12 თებერვალს მოხდა და ამ დრომდე დაკავებული არავინ ყოფილა.
დღეს “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რომ ამ ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ს პრესსამსახურის თქმით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
“გურია ნიუსი“ სამი დღის წინ წერდა, რომ აღნიშნული საქმეზე დამნაშავის ვინაობა სამართალდამცავებისთვის, დაზარალებულის ტელეფონით გახდა შესაძლებელი. წყაროს მტკიცებით, სავარაუდო დამნაშავე დაზარალებულს საკუთარი ავტომანქით კარგა ხანს დაჰყვებოდა უკან, შემდეგ კი სოფელ დვაბზუში დაეწია და თავის მანქანაში გადმოჯდომა სთხოვა, სადაც ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ესროლა დაზარალებულ გია კილანავას.