მძღოლების ნაწილი შუქნიშანს ყურადღებას არ აქცევს და მაინც გადადის წითელ შუქზე. საგზაო წესების დარღვევამ კი, შესაძლოა საბედისწერო შედეგი გამოიწვიოს.
პრობლემის გადასაჭრელად კორეელმა დიზაინერმა ჰანიონ ლიმ, ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენა – შუქნიშნის ნაცვლად მან ვირტუალური ლაზერული კედლის (Virtual Wall) კონცეფცია წარმოადგინა. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ შუქნიშანზე წითელი ინთება, გზის გადასასვლელ ნაწილთან ვირტუალური კედელი აღიმართება, რომელზეც ფეხით მოსიარულეთა ილუზია იქმნება.
ლაზერს მცირე სიმძლავრე აქვს და მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეთათვის სახიფათო არ არის. რა თქმა უნდა, მძღოლს აღმართულ კედელში გავლა შეუძლია, თუმცა ცოცხალი ადამიანების სქემატური გამოსახულება, მისთვის ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის და დარღვევისგან თავის შეკავებას აიძულებს.